კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა
2009 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.3 მლნ ლარით, ანუ 0.02 პროცენტით შემცირდა და 7877.1 მლნ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1511.0 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 19.2 პროცენტია.
უცხოური კაპიტალის მონაწილეობა ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 77.4 პროცენტი შეადგინა.
საბანკო სექტორის მოგებამ სექტემბერში 7.7 მლნ ლარი შეადგინა.
ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 79.8 პროცენტს მიაღწია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.gov.ge