კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

30 ნოემბერი, 2010

2010 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 41.7 მლნ ლარით, ანუ 0.4 პროცენტით შემცირდა და 9827.5  მლნ ლარი შეადგინა, რაც უმთავრესად ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებამ გამოიწვია. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1722.8 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17.5 პროცენტია.

უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 80.5 პროცენტი შეადგინა.

ოქტომბერი, ისევე როგორც წინა თვე, საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. მოგებამ თვის შედეგებით 26.1 მლნ ლარი, ხოლო წლის დასაწყისიდან 121.4 მლნ ლარი შეადგინა.

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წინა თვესთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 77.7 პროცენტი  მიაღწია.


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge

 

 

სხვა სიახლეები