ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გახსნა დღეიდან მნიშვნელოვნად გამარტივდა

ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გახსნა დღეიდან მნიშვნელოვნად გამარტივდა

12 იანვარი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის საფუძველზეც მნიშვნელოვნად გამარტივდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გახსნა. დღემდე მოქმედი წესის მიხედვით, ამ სახის საქმიანობისათვის საკმაოდ მძიმე სალიზენციო პირობები არსებობდა, რაც ხელს უწყობდა ბაზარზე არალიცენზირებული პუნქტების მომრავლებას. ახალი ბრძანება ვითარებას რადიკალურად შეცვლის და ამ ბაზარზე მომუშავეთა საქმიანობას ლეგალურ ჩარჩოებში მოაქცევს.   საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მთლიანად საქართველოში ვალუტის გადამცვლელი 556 ლიცენზირებული პუნქტი მოქმედებს. აქედან, 393 თბილისშია  განთავსებული. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში– 130 პუნქტი, ლიცენზიის გარეშე საქმიანობს.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, ორჯერ შემცირდა სავალუტო პუნქტის გახსნისათვის აუცილებელი ფართობი; გარდა ამისა, მნიშვნელოვნად შეიზღუდა ლიცენზიის გაცემის ვადა; გაუქმდა ეროვნული ბანკიდან დასკვნა სალაროს მზადყოფნის თაობაზე. პუნქტის გასახსნელად აღარ იქნება აუცილებელი ცნობა კომერციული ბანკიდან ანგარიშის შესახებ, ასევე ბიზნესგეგმის წარდგენა და სალაროსათვის მხოლოდ ერთი ფანჯრის არსებობა. დარჩა მხოლოდ ისეთი სახის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთას და ამ მხრივ მოსახლეობის დაცვას.    საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის ბრძანება გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.
სხვა სიახლეები