ეროვნულ ბანკში საგადასახადო გირავნობისა და საბანკო იპოთეკის ურიერთქმედების საკითხთებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ეროვნულ ბანკში საგადასახადო გირავნობისა და საბანკო იპოთეკის ურიერთქმედების საკითხთებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

14 იანვარი, 2010

დღეს  საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადასახადო გირავნობისა და საბანკო იპოთეკის ურთიერთქმედების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, კომერციული ბანკებისა და საბანკო ასცოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მელაშვილის განმარტებით, გირავნობა–იპოთეკის საკითხზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად იმუშავა რამდენიმე დღის განმავლობაში. „დღეს შევხვდით საბანკო სექტორის წარმომადგენლებს, განვიხილეთ სხვა ქვეყნების მოდელები და ვაგრძელებთ აღნიშნულ საკითხზე მუშაობას. დეტალები მოგვიანებით იქნება ცნობილი“ – განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

„ეროვნული ბანკი ასრულებს მედიატორის როლს იმისათვის, რათა მოხდეს იმ პოზიციების შეჯერება, რომელიც ფინანსთა სამინისტროსა და კომერციულ ბანკებს შორის არსებობს. შეხვედრიდან უკვე ჩანს, რომ მივდივართ საერთო ნიშნულისკენ. საბოლოოდ გვინდა შევთანხმდეთ ისეთი ვარიანტზე, რომელიც არ დააზარალებს სახელმწიფოს და ბანკებსაც მისცემს შესაძლებლობას მოახდინოს რისკების გათვლა“ – მიაჩნია საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს ზურაბ გვასალიას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ირაკლი სირაძის განცხადებით კი, სახელმწიფოს მხრიდან გამოხატულია ნება ამ თვალსაზრისით პოლიტიკას გადახედოს. 

სხვა სიახლეები