ეროვნულმა ბანკმა სებსტატის განახლებული სახელმძღვანელო გამოსცა

ეროვნულმა ბანკმა სებსტატის განახლებული სახელმძღვანელო გამოსცა

28 ნოემბერი, 2017
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სებსტატის მე-2 განახლებული სახელმძღვანელო გამოსცა. აღნიშნულის აუცილებლობა სებ-ის სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის - სებსტატის ფუნქციონირების 2-წლიანი პერიოდის გამოცდილებამ, ასევე ამ სისტემის შემდგომი განვითარებისა და გაფართოების ამოცანებმა განაპირობა. დღეისათვის ქვეყნის საბანკო სისტემა წარმატებით იყენებს სებსტატს, როგორც ფინანსური და სტატისტიკური მონაცემების წარმოების, ხარისხის კონტროლისა და გავრცელების ბიზნეს-პროცესის ინოვაციურ მოდელს.

სებსტატის პირველი სახელმძღვანელო 2015 წელს გამოიცა. საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ინფორმაციული სისტემა - სებსტატი, მიზნად ისახავს ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების ავტომატიზაციას.

სებსტატის განახლებული სახელმძღვანელო იხილეთ ბმულზე.
სხვა სიახლეები