ეროვნულმა ბანკმა "იპოთეკით უზრუნველყოფილი საბანკო ობლიგაციების შესახებ" კანონის პროექტის პრეზენტაცია გამართა

ეროვნულმა ბანკმა "იპოთეკით უზრუნველყოფილი საბანკო ობლიგაციების შესახებ" კანონის პროექტის პრეზენტაცია გამართა

13 ივლისი, 2021

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "იპოთეკით უზრუნველყოფილი საბანკო ობლიგაციების შესახებ" (Covered Bonds) საქართველოს კანონის პროექტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გახსნა. შეხვედრაზე პრეზენტაციები წარადგინეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა (EBRD, IFC), რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩარჩოს შემუშავებაში. ღონისძიებაზე პრეზენტაციები ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და საბანკო ზედამხედველობის მიმართულებების წარმომადგენლებმაც  წარადგინეს.

პრეზენტაცია მიზნად ისახავდა ბაზრის მონაწილეებისთვის იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ინსტრუმენტის დანერგვასა და განვითარებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ბაზრების გამოცდილების გაზიარებას და საქართველოსთვის შემუშავებული ბიზნესმოდელის, საზედამხედველო და საკანონმდებლო მიდგომების გაცნობას. აღნიშნული კანონპროექტის მიზანია დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე კომერციული ბანკების წვდომის გაზრდა და საქართველოში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზრის განვითარება.

ღონისძიებაზე განხილული თემები თანდართული პრეზენტაციებით:

სხვა სიახლეები