ეროვნული ბანკი სისტემური ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების თაობაზე ბრძანების პროექტს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი სისტემური ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების თაობაზე ბრძანების პროექტს აქვეყნებს

13 ოქტომბერი, 2022

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის მიმართულებით არსებული წესების ფორმალიზაციას და გასაჯაროებას, რაც ხელს უწყობს ბაზრის სტაბილურობას, სანდოობასა და გამჭვირვალობას, რომლის ფარგლებშიც ეროვნულმა ბანკმა სისტემურობის ბუფერთან დაკავშირებით შეიმუშავა ბრძანების პროექტი და საჯარო კონსულტაციისთვის მას დაინტერესებულ საზოგადოებას წარუდგენს. დოკუმენტი შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ქვეყნისთვის სპეციფიური ფაქტორების გათვალისწინებით.

 

ბრძანების მიზანია სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკებისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის განსაზღვრისას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული განახლებული მიდგომების მეტი გამჭვირვალობა, სისტემური მნიშვნელობის ბუფერების აღნიშნული მიდგომების მიხედვით განახლება და დაწესება.

 

ეროვნული ბანკი ელის დაინტერესებული მხარეებისგან კომენტარებს და შენიშვნებს 2022 წლის 1 ნოემბრამდე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: sb@nbg.gov.ge. ბრძანების პროექტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

 

 

სხვა სიახლეები