ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" განახლებული ფორმატით აქვეყნებს

ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" განახლებული ფორმატით აქვეყნებს

05 ივლისი, 2022

საქართველოს ეროვნული ბანკი საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას განაგრძობს და "თვის მიმოხილვის“ განახლებული ფორმატით გამოქვეყნებას იწყებს.

ანგარიშის ახალი ვერსია უფრო მეტად ანალიტიკურია და მოიცავს ინფლაციის, საგარეო, სავალუტო და საბანკო სექტორში მიმდინარე უახლესი ტენდენციების შესახებ ანალიზს.

ამიერიდან თვის მიმოხილვა ინფლაციის მონაცემების გამოსვლიდან მეორე დღეს გამოქვეყნდება. მიმოხილვაში ინფლაციის ივნისის მონაცემებია ასახული, ხოლო დანარჩენი პარამეტრები მაისის მდგომარეობითაა წარმოდგენილი.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

სხვა სიახლეები