ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა არჩილ მამათელაშვილი აირჩია

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა არჩილ მამათელაშვილი აირჩია

18 მარტი, 2013
2013 წლის 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა 92 ხმით, ერთხმად მიიღო დადგენილების პროექტი არჩილ მამათელაშვილის საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე არჩევის შესახებ.

არჩილ მამათელაშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით. მინიჭებული აქვს Case Western Reserve University-ის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, საბანკო და საფინანსო განხრით. სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც გაიარა ჯონ კენედის სახელობის საჯარო მართვის სკოლის კურსი – ინფრასტრუქტურის ეკონომიკსი. 

არჩილ მამათელაშვილი 2012 წლიდან საპარტნიორო ფონდის ანალიტიკური ჯგუფის წევრია, სხვადახვა წლებში ეკავა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა, იყო Caucasus Energy&Infastructure-ის გენერალური დირექტორი. 

სხვა სიახლეები