ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით სავალუტო აუქციონების სიხშირე შემცირდება

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით სავალუტო აუქციონების სიხშირე შემცირდება

09 ივლისი, 2010

2009 წლის მაისიდან თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ინტერვენციები სავალუტო აუქციონმა ჩაანაცვლა. აუქციონების შემოღებით შეიცვალა ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენის მეთოდოლოგია და შემცირდა ყოველდღიური ინტერვენციების საჭიროება. თავდაპირველად აუქციონების დღეებად სამშაბათი და პარასკევი განისაზღვრა.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა სავალუტო ბაზრის მოცულობა და გარიგებების სიხშირე, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით სავალუტო აუქციონის დღეები კვირაში ერთამდე შემცირდა. აუქციონის დღედ სამშაბათი განისაზღვრა.

ეროვნული ბანკი ამ გადაწყვეტილებით არ ცვლის ინტერვენციების პოლიტიკას. ამასთანავე, როგორც ადრე, საჭიროების შემთხვევაში გაიმართება რიგგარეშე აუქციონი.

სხვა სიახლეები