ევროს შემოღებისადმი მიძღვნილი შეხვედრის შესახებ

ევროს შემოღებისადმი მიძღვნილი შეხვედრის შესახებ

16 იანვარი, 2002
16 იანვარს საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა ახალი ევროპული ვალუტის შემოღებისადმი მიძღვნილი საინფორმაციო შეხვედრა-მიღება, რომელსაც მასპინძლობდნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე და ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენელის მოვალეობის შემსრულებელი ჟაკ ვანტომი, ევროკომისიის  აზიის, ლათინური ამერიკის, დსთ-ის ქვეყნების ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი პიტერ ბექსი, ქვეყანაში აკრედიტირებული დიპოლმატიური კორპუსისა და მას-მედიის წარმომადგგენლები.  ეროვნულმა ბანკმა ევროს ზონის ქვეყნების ვალუტების გადაცვლის შესახებ ცნობა კომერციულ ბანკებს ჯერ კიდევ გასული წლის 15 დეკემბერს გაუგზავნა. ამ დოკუმენტის თანახმად, ეროვნული ბანკი იტყობინებოდა, რომ მზადა არის საბანკო დაწესებულებებში ევროვალუტებში არსებული საკასო ნაშთები სებ-ში გახსნილ მათივე ევროში დენომინირებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ჩარიცხოს.  პიტერ ბექსის თქმით, მისასალმებელია, რომ ეროვნული ბანკი ევროს შემოღებას ყოველმხრივ მომზადებული შეხვდა და საქართველოში მცხოვრებ, თუ სტუმრად მყოფ მოქალაქეებს, ევროს ზონის ქვეყნების ვალუტების გადაცვლისას პრობლემები არ შეხვდათ.
სხვა სიახლეები