დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციები

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციები

01 ივნისი, 2009

საბანკო სექტორში  განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების (მიმდინარე ანგარიშების და ვადიანი დეპოზიტების) მოცულობამ 2009 წლის 1 მაისისათვის 2.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 18.6 პროცენტით ნაკლებია 2008 წლის შესაბამისი პერიოდისათვის არსებულ მაჩვენებელზე. 

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2009 წლის 1 მაისისათვის  73.2 პროცენტი შეადგინა. დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.7 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.7 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  9.5 პროცენტს.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 78.4 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 21.2  პროცენტს შეადგენს.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.gov.ge

 

სხვა სიახლეები