დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

02 ნოემბერი, 2009

საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2009 წლის 1–ლი ოქტომბრისათვის 3.0 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 4.1 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის 1–ლი სექტემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.  სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების როგორც მიმდინარე ანგარიშების, ისე ვადიანი დეპოზიტების ზრდას, შესაბამისად, 7.8 და 2.1 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2009 წლის 1–ლი ოქტომბრისათვის  72.8 პროცენტი შეადგინა, 1.3 პროცენტული პუნქტით ნაკლები 1–ლი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით. დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 10.0 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.8 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  9.9 პროცენტს.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 77.7 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 21.5 პროცენტს შეადგენს.


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:  www.nbg.gov.ge

სხვა სიახლეები