დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

31 დეკემბერი, 2009

საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობა 2009 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობასთან 3.2 მლრდ ლარის დონეზე დარჩა.  ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშების შემცირებას 4.2 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას – 1.7 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2009 წლის 1 დეკემბრისათვის  71.4 პროცენტი შეადგინა, რაც 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 1 ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით. დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.3 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.6 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  9.1 პროცენტს.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 77.1 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 21.9 პროცენტს შეადგენს.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:  www.nbg.ge

სხვა სიახლეები