დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

01 თებერვალი, 2010

საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2010 წლის 1 იანვრისათვის 3.4 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 8.4 პროცენტით, ანუ 266.5 მლნ ლარით მეტია გასული წლის 1 დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების როგორც მიმდინარე ანგარიშების, ისე ვადიანი დეპოზიტების  ზრდას, შესაბამისად, 13.4 და 5.9 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2010 წლის 1 იანვრისათვის 73.4 პროცენტი შეადგინა,რაც 2.0 პროცენტული პუნქტით მეტია გასული წლის 1 დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით. დეკემბერში დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.4 პროცენტს შეადგენდა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.7 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  9.2 პროცენტს.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 75.8 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 23.3 პროცენტს შეადგენს.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება  საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:  www.nbg.ge

სხვა სიახლეები