დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

02 მარტი, 2010

საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2010 წლის 1 თებერვლისათვის 3.5 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 2.2 პროცენტით, ანუ 74.7 მლნ ლარით მეტია მიმდინარე წლის დასაწყისისათვის არსებულ მაჩვენებელზე. იანვარში, წინა თვესთან შედარებით, გაიზარდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 75,0 მლნ.ლარით ანუ 3.6 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2010 წლის 1 თებერვლისათვის 74.5 პროცენტი შეადგინა, რაც 1.0 პროცენტული პუნქტით მეტია 1 იანვრის მდგომარეობასთან შედარებით. იანვარში დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 8.9 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.9 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  8.6 პროცენტს.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 76.2 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 22.9 პროცენტს შეადგენს.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება  საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:  www.nbg.ge

სხვა სიახლეები