დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

30 ნოემბერი, 2010

საბანკო სექტორში  განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2010 წლის 1 ნოემბრისათვის 4.6 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 21.7 მლნ ლარით, ანუ 0.5 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის 1 ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშების შემცირებას 6.9 მლნ ლარით, ანუ 0.4 პროცენტით, რაც უმთავრესად ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებამ გამოიწვია. ამავე პერიოდში, ვადიანი დეპოზიტები 27.0 მლნ ლარით ანუ 1.0 პროცენტით გაიზარდა.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2010 წლის 1 ნოემბრისათვის 73.6 პროცენტი შეადგინა - 1.0 პროცენტული პუნქტით ნაკლები 1 ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით.

დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 7.9 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.3 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  7.3 პროცენტს.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 68.2 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 19.5 პროცენტს შეადგენს.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge

 

სხვა სიახლეები