დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

28 თებერვალი, 2011

საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2011 წლის პირველი თებერვლისათვის 4.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 76.8 მლნ ლარით ანუ 1.6 პროცენტით ნაკლებია ა/წ 1 იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშების შემცირებას 120.5 მლნ ლარით ანუ 5.9 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 39.5 მლნ ლარით ანუ 1.4 პროცენტით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.2 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.0 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  7.6 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 70.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 19.7 პროცენტი შეადგინა.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge

სხვა სიახლეები