დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

29 აპრილი, 2011

საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2011 წლის პირველი აპრილისათვის 4.8 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 15.0 მლნ ლარით ანუ 0.3 პროცენტით ნაკლებია ა/წ პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე. მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშების ზრდას 32.5 მლნ ლარით ანუ 1.7 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 14.7 მლნ ლარით ანუ 0.5 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი გასული თვის განმავლობაში არ შეცვლილა და 2011 წლის 1 აპრილისათვის 72.3 პროცენტის დონეზე დარჩა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.8 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.9 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  8.2 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 72.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 18.8 პროცენტი შეადგინა.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge

 

სხვა სიახლეები