დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

30 ივნისი, 2011

საბანკო სექტორში  განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2011 წლის პირველი ივნისისათვის 4.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 63.3 მლნ ლარით ანუ 1.3 პროცენტით ნაკლებია მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე. მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო სექტორის მიმდინარე ანგარიშების კლებას 124.1 მლნ ლარით ანუ 6.9 პროცენტით და სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების ვადიანი დეპოზიტების ზრდას 55.5 მლნ ლარით ანუ 1.9 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 69.1 პროცენტი შეადგინა - 1.1 პროცენტული პუნქტით მეტი პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით.
 
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.7 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.7 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  8.3 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 73.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 18.7 პროცენტი შეადგინა.


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:  www.nbg.gov.ge

 

სხვა სიახლეები