დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

28 ოქტომბერი, 2011

საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2011 წლის პირველი ოქტომბრისათვის 5.3 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 72.1 მლნ ლარით ანუ 1.4 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშების ზრდას 32.3 მლნ ლარით ანუ 1.5 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების მატებას 40.9 მლნ ლარით ანუ 1.3 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 68.6 პროცენტი შეადგინა - 1.2 პროცენტული პუნქტით მეტი პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით.
 
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.9 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.6 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  8.5 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 74.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 19.9 პროცენტი შეადგინა.

 


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება  საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:  www.nbg.gov.ge

 

სხვა სიახლეები