დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

30 ნოემბერი, 2011

საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2011 წლის პირველი ნოემბრისათვის 5.4 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 88.5 მლნ ლარით ანუ 1.7 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სახელმწიფო სამეწარმეო სექტორის საწარმოების მიმდინარე ანგარიშების შემცირებას 42.2 მლნ ლარით ანუ 8.1 პროცენტით (კერძო საწარმოებისა და შინამეურნეობების მიმდინარე ანგარიშების 2.1%–იანი ზრდის პირობებში) და სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების ვადიანი დეპოზიტების ზრდას 90.2 მლნ ლარით ანუ 2.9 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 66.9 პროცენტი შეადგინა - 1.8 პროცენტული პუნქტით ნაკლები პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით.
 
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.8 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  8.3 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 73.8 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 20.2 პროცენტი შეადგინა.

 


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:  www.nbg.gov.ge

სხვა სიახლეები