დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2012 წლის პირველი ოქტომბრისათვის 7.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 318.5 მლნ ლარით ანუ 4.1 პროცენტით ნაკლებია მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების შემცირებას 218.7 მლნ ლარით ანუ 6.1 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 99.9 მლნ ლარით ანუ 2.4 პროცენტით.
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 63.79 პროცენტი შეადგინა - 0.16 პროცენტული პუნქტით მეტი პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.5 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.7 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.0 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.1 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 17.4 პროცენტი შეადგენა.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306