დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

30 ნოემბერი, 2012

საბანკო სექტორში  განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2012 წლის პირველი ნოემბრისათვის 7.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 36.4 მლნ ლარით ანუ 0.5 პროცენტით ნაკლებია მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების შემცირებას 131.0 მლნ ლარით ანუ 3.9 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების მატებას 94.6  მლნ ლარით ანუ 2.3 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი  ნოემბრისათვის 64.99 პროცენტი შეადგინა - 1.2 პროცენტული პუნქტით მეტი პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.1 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.9 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  -  7.9 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 18.1 პროცენტი შეადგენა.

 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

სხვა სიახლეები