დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

25 ივლისი, 2013

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2013 წლის პირველი ივლისისათვის 8.5 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 208.4 მლნ ლარით ანუ 2.5 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 11.9 მლნ ლარით ანუ 0.3 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 196.5 მლნ ლარით ანუ 4.3 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 61.70 პროცენტი შეადგინა - 0.52 პროცენტული პუნქტით ნაკლები პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 6.9 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.4 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 6.5 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.0 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 17.4 პროცენტი შეადგენა.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306 

სხვა სიახლეები