დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციები
საბანკო სექტორში განთავსებული მიმდინარე და ვადიანი დეპოზიტების მოცულობამ (ბანკთაშორისი და სამთავრობო დეპოზიტების გარდა) 2009 წლის 1 ივლისისათვის 2.6 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 2.3 პროცენტით მეტია 1 ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე.
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2009 წლის 1 ივლისისათვის 73.4 პროცენტი შეადგინა. დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.9 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.4 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.7 პროცენტს.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 76.4 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 23.0 პროცენტს შეადგენს.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.gov.ge