დეპოზიტების ზრდის მიმდინარე ტენდენციები

დეპოზიტების ზრდის მიმდინარე ტენდენციები

30 მარტი, 2009

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების (მიმდინარე ანგარიშების და ვადიანი დეპოზიტების) მოცულობამ 2009 წლის პირველი მარტისათვის 3.0 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.3 პროცენტით მეტია 2008 წლის შესაბამისი პერიოდისათვის არსებულ მაჩვენებელზე. უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 19.1 პროცენტით გაიზარდა, მაშინ, როცა ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 32.6 პროცენტით შემცირდა.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 2009 წლის პირველი მარტისათვის 77.0 პროცენტს შეადგენს.

კომერციული ბანკები ბოლო ერთი წლის მანძილზე ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე უფრო მაღალ სარგებელს იხდიდნენ, ვიდრე უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე. თუ ამ პერიოდის განმავლობაში დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.5 პროცენტს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.3 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.8 პროცენტი იყო.

მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 75.9 პროცენტი, ხოლო ევროს წილი 23.6 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

სხვა სიახლეები