გამოკითხვა: GBC-ის მომხმარებელთა უმრავლესობა ეროვნული ბანკის მუშაობას ეფექტიანად აფასებს
საინფორმაციო სააგენტო GBC-ის მიერ გამოკითხულ მომხმარებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სტრუქტურიდან ყველაზე ეფექტიანად ეროვნული ბანკი მუშაობს.
ინტერაქტიულ გამოკითხვაში - რომელი სახელმწიფო სტრუქტურის მუშაობა მიგაჩნიათ ყველაზე ეფექტიანად? - მონაწილეობა 550-მა რესპოდენტმა მიიღო. ინტერაქტიული გამოკითხვა ვებ-გვერდზე www.gbc.ge ორი კვირის განმავლობაში, 22 მარტი - 6 აპრილის პერიოდში მიმდინარეობდა.
გამოკითხულთა უმრავლესობის, 48,2%-ის მოსაზრებით ეროვნული ბანკი ყველაზე ეფექტიანად მუშაობს.
სააგენტო GBC-იმ ინტერაქტიული გამოკითხვა საკუთარ მომხმარებლებში, ვებ-გვერდზე -www.gbc.ge ჩაატარა.
GBC-ი 2006 წლის პირველი აგვისტოდან ფუნქციონირებს და პირველი ბიზნეს საინფორმაციო სააგენტოა, რომელიც საქართველოში ბიზნესის პოპულარიზაციაზე და ჯანსაღი საინფორმაციო სივრცის ფორმირებაზეა ორიენტირებული.