გამოვიდა ჟურნალ "ეკონომიკა და საბანკო საქმის" მეორე ნომერი
გამოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის, სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის "ეკონომიკა და საბანკო საქმის" მეორე ნომერი. გამოცემაში მკითხველს სხვა მასალებთან ერთად შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სტატიებს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორებიცაა:
✓ეკონომიკური ზრდა და სტრუქტურული ტრანსფორმაცია
✓ბიზნეს უწყვეტობის ეფექტიანი მართვა
✓ფინანსური პროდუქტების გამჭვირვალობა და ფინანსური განათლების მნიშვნელობა მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის
✓განჭვრეტილი და განუჭვრეტელი მონეტარული პოლიტიკა DSGE მოდელში ჩრდილოვანი საბანკო სისტემით
ჟურნალის ელექტრონული ნომრის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://nbg.gov.ge/index.php?m=618 და ბლოგზე http://nbg.gov.ge/bankjournal/
ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე" საქართველოს ეროვნული ბანკის სამეცნიერო ანალიტიკური ჟურნალია, რომელიც კვარტალში ერთხელ გამოდის და რომლის მთავარი მიზანია, ინსტიტუტის შიგნით დაგროვებული ცოდნისა და ინფორმაციის ფართო აუდიტორიამდე მიტანა. ამასთანავე, ჟურნალი ეკონომისტებისა და ფინანსისტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით. გამოცემა ასევე დიდ დახმარებას უწევს ახალგაზრდა მკვლევარებსა და მეცნიერებს, რომლებიც კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ფინანსურ თემატიკაზე მუშაობენ.