ახალ ქართულ მონეტებზე მუშაობა ევროპის უმსხვილესმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს
05 აპრილი, 2006
რამდენიმე თვის მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ევროპის წამყვან ზარაფხანებთან გააფორმა ხელშეკრულებები 50 თეთრის, 1 ლარისა და 2 ლარის ნომინალის მონეტების მოჭრის შესახებ.
50 თეთრის ღირებულების მონეტას დაამზადებს ავსტრიის ცენტრალურ ბანკთან არსებული ზარაფხანა, 1 ლარის მონეტას – ჰოლანდიის სამეფო ზარაფხანა, ხოლო 2 ლარის მონეტას ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანა.
მონეტები მიმოქცევაში მიმდინარე წლის ბოლოს გავა.
1 და 2 ლარის ლითონის მონეტების შესაბამის ქაღალდის ფულთან ერთად პარალელურ ბრუნვაში გაშვება იძლევა 2 მლნ ლარის ეკონომიას, ბანკნოტების ბეჭდვის ხარჯების შემცირების გამო.