ახალი სტატისტიკური ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების შესახებ

ახალი სტატისტიკური ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების შესახებ

04 ივლისი, 2013
საქართველოს ეროვნული ბანკი იწყებს საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზე განხორციელებული გარიგებებისა და საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების მფლობელების სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებას. 

ინფორმაცია განთავსებულია ეროვნული ბანკის საიტზე სტატისტიკის რუბრიკაში, „საფინანსო ბაზრების“ ბლოკში. საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზე განხორციელებული გარიგებების შესახებ ინფორმაცია ექვემდებარება განახლებას გარიგების ჩატარების დღის არაუგვიანეს 18 საათისა, ხოლო საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების მფლობელების შესახებ სტატისტიკური მონაცემები – ყოველთვიურად არაუგვიანეს 5 რიცხვისა, საანგარიშო თვის დამთავრების შემდეგ.
სხვა სიახლეები