ახალი სტატისტიკური ინფორმაცია რეპო ოპერაციების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკი იწყებს საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების გამოყენებით კომერციულ ბანკებს შორის განხორციელებული რეპო ოპერაციების სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნებას.
ინფორმაცია განთავსებულია ეროვნული ბანკის საიტზე სტატისტიკის რუბრიკაში, „საფინანსო ბაზრების" ბლოკში. რეპო ოპერაციების შესახებ ინფორმაცია ექვემდებარება განახლებას ბანკთაშორის ბაზარზე რეპო გარიგების დადების დღეს, არაუგვიანეს 18 საათისა.