ახალი მაქსიმუმი – უცხოური ვალუტის რეზერვები 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია

ახალი მაქსიმუმი – უცხოური ვალუტის რეზერვები 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია

03 ოქტომბერი, 2007
ექვს თვეზე ცოტა მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებმა ისტორიულ და სიმბოლურ მაქსიმუმს – 1 მილიარდიან ზღვარს გადააჭარბა. ამ მაჩვენებელმა 2 ოქტომბერს უკვე 1.5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და 1 მილიარდ 511  მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. უცხოური ვალუტის რეზერვების მაჩვენებელი 2007 წლის დასაწყისიდან თითქმის გაორმაგდა.     საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების შევსების წყაროები იყო ეროვნული ბანკის შესყიდვები თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე, პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლები, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტრანშები და სხვ.   უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობა „ვარდების რევოლუციიდან“ დღემდე თითქმის რვაჯერ გაიზარდა. 2004 წლის დასაწყისში იგი მხოლოდ 196 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.     „ეს ფაქტი ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან ახალი სიმბოლური ზღვარის გადალახვა საქართველოს ეროვნული ბანკის სათავეში ჩემი ყოფნის დროს მოხდა. იგი საგარეო ვაჭრობის შეუფერხებელი განხორციელებისა და ეროვნული ვალუტის სიმყარის გარანტიას წარმოადგენს. იმედი მაქვს, შორს არ იქნება ის დღეც, როდესაც უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობა 2–მილიარდიან ზღვარს გადააბიჯებს,“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.
სხვა სიახლეები