ახალი კვლევითი ნაშრომი ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების შესახებ

ახალი კვლევითი ნაშრომი ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების შესახებ

02 სექტემბერი, 2022

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ), ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კვლევით ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს. კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში. ნაშრომების სერია ვრცელდება კვლევებში განხილულ თემებზე დისკუსიის ხელშესაწყობად და უკუკავშირის მისაღებად. კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებულია ცენტრალური ბანკებისათვის ისეთ რელევანტურ თემებზე, როგორებიცაა - მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.

 

მორიგი კვლევითი ნაშრომი სათაურით რა ვიცით ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების შესახებ (ამ ეტაპზე), მომზადდა შალვა მხატრიშვილის (სებ, ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი) და Wim Boonstra-ს (Rabobank, VU Amsterdam) მიერ. აღნიშნული კვლევითი ნაშრომი გაცნობითი ხასიათისაა და გათვალისწინებულია მათთვის, ვინც ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტის (CBDC) საკითხის გაცნობა გადაწყვიტა. ამ მიზნით მიმოხილულია ლიტერატურაში ნახსენები ყველა სარგებელი და ხარჯი/რისკი, რაც CBDC-ს უკავშირდება, ისევე როგორც ის მიმართულებები, რაც დამატებით გამოკვლევებს საჭიროებს. ამასთან, ავტორების მიზანია, საფუძველი ჩაუყარონ CBDC-ს სარგებლების, ხარჯებისა და დიზაინის გადაწყვეტების ერთიან სისტემატიზირებულ ჩარჩოს. ამისთვის განხილულია (i) დიზაინის როგორი გადაწყვეტებია საჭირო თითოეული სარგებლის მისაღწევად ან ხარჯის თავიდან ასაცილებლად და (ii) დიზაინის აღნიშნული გადაწყვეტები რომელ სხვა სარგებელთან ან ხარჯის შემცირების მიზანთან მოდის წინააღმდეგობაში.

 

კვლევითი ნაშრომების ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე.

 

 

სხვა სიახლეები