აგვისტოში სამომხმარებლო ფასების კლება დაფიქსირდა

აგვისტოში სამომხმარებლო ფასების კლება დაფიქსირდა

05 სექტემბერი, 2006
2006 წლის აგვისტოში ინფლაციის პარამეტრის კლება დაფიქსირდა. სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2006 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 0.4 პროცენტით შემცირდა.    „აგვისტოში სამომხმარებლო ფასების შემცირება მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გამკაცრებამ და მსოფლიო ბაზრებზე არსებულმა შედარებით სტაბილურმა ფასებმა განაპირობა“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ამაღლობელმა. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია წლის ბოლომდე გაგრძელდეს. მომავალ თვეებში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება, რასაც ფულად-საკრედიტო და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება შეუწყობს ხელს.   „აგრეთვე, სავარაუდოდ გაგრძელდება პოზიტიური სიმპტომები მსოფლიო ბაზრებზე ძირითად სასაქონლო ჯგუფების ფასებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ნედლი ნავთობის ფასი უკანასკნელი სამი თვის განვალობაში შემცირდა (მიმდინარე წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით, 1 ბარელი ნავთობის ფასი 68 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა). მსოფლიო ბაზრებზე არსებული სიტუაციის შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ საწვავის ფასებმა საქართველოშიც დაიკლოს, რაც როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ სამომხმარებლო ფასების ინდექსის კლებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს“ – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
სხვა სიახლეები