მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

27 ოქტომბერი, 2021
12:00
-13:00
 

27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ონლაინრეჟიმში უპასუხებს.

ამავე დღეს გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველკვარტალური გამოცემა - "მონეტარული პოლიტიკის ანგარიში“.

პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქ პლატფორმაზე - fb.com/NationalBankofGeorgia/ 12:00 საათზე დაიწყება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.

 

0