"ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე." - საქართველო გლობალური ფულის კვირეულს აღნიშნავს
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლის, კომერციული ბანკების, ტექნოპარკის, სკოლებისა და უნივერსიტეტების ჩართულობით გლობალური ფულის კვირეული საქართველოში წელს უკვე მეოთხედ აღინიშნება.
გლობალური ფულის კვირეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად, მარტის თვეში იმართება, და მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობაში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცოდნის ამაღლებას. კვირეულის ფარგლებში, ბავშვები და ახალგაზრდები ერთვებიან ფინანსების, ბავშვთა უფლებებისა და მეწარმეობის საკითხების შესახებ საუბარში. წლევანდელი კვირეულის გზავნილია: „ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე.“
დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის და ბრიტანულ-ქართული სკოლის უფროსკლასელებს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში უმასპინძლა.
ახალგაზრდებმა საკაო ცენტრის დაათვალიერეს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ფინანსური განათლებისა და ჩართულობის საკითხებზე იმსჯელეს. ამას გარდა, მათ გადაეცათ სამახსოვრო პრიზები, მათ შორის, ეროვნული ბანკის ჩართულობით „ფინკა ბანკის“ მიერ განვითარებული ბროშურა „გლობალური ფულის კვირეულის“ შესახებ.