"დაზოგვის თამაში" მიზნად ისახავს მოსწავლეებში ფინანსური განათლების დონის ამაღლებას
"დაზოგვის თამაში" - გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC), კინგსი საქართველოს და ეროვნული ბანკის ერთობლივი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ფინანსური განათლების დონის გაზრდას და დაზოგვის კულტურის ამაღლებას, რაც სამომავლოდ ბიუჯეტის სწორად განკარგვის და შესაძლო რისკების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. "დაზოგვის თამაშის" ძირითადი პრინციპია, დაეხმაროს მოსწავლეებს ცხოვრებისეული და ფინანსური გადაწყვეტილებების უკეთ გაანალიზებაში.