საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო "ქორთიარდ-მარიოტში" გაიმართა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს მაკროეკონომიკური ტენდენციები და საბანკო სექტორში არსებული ვითარება გააცნო. ბიზნეს ასოციაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ გიორგი ქადაგისთვის დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი ყველა შეკითხვა და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.