ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება - მაისი 2020

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დღეს საზოგადოებას ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება გააცნო და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ონლაინრეჟიმში უპასუხა. კობა გვენეტაძის ინფორმაციით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0% - ზე, დატოვა. "#COVID19 - ის პანდემიამ ეკონომიკა და ფინანსური სექტორი დააზარალა, თუმცა ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები მის გავლენას მნიშვნელოვნად არბილებს. საქართველოს ფინანსური სისტემა შოკის მიმართ მდგრადობას ინარჩუნებს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. ვრცლად: https://bit.ly/ფინანსური-სტაბილურობა-2020 #ფინანსურისტაბილურობა #StopCov #NationalBankofGeorgia ✓ ჩვენი ვებგვერდი: https://www.NBG.ge ✓ გვიპოვნეთ სოციალურ მედიაში: Facebook - https://www.fb.com/NationalBankofGeorgia/ Instagram - https://www.instagram.com/nationalbankofgeorgia/ LinkedIn - https://www.linkedin.com/company/nationalbankofgeorgia/ ✓ ცხელი ხაზი: (+995 32) 2 406 406 ✓ ელ. ფოსტა: info@nbg.ge