ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის ხელი მოეწერა განზრახულობათა მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ დაიწყება ორმხრივი სავალუტო სვოპ გარიგებების მოსამზადებელი სამუშაოები და საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცემა წვდომა ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე.