სუმა ჩაკრაბარტი: EBRD-ი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის მონიტარულ პოლიტიკას

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის მონიტარულ პოლიტიკას. აღნიშნული განცხადება EBRD-ის პრეზიდენტმა, სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ჩაკრაბარტის შეფასებით, სხვა ქვეყნებისათვის სამაგალითოა მოდელი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს. მისივე თქმით, გონივრულია მცურავი გაცვლითი კურსის და მნიშვნელოვანია სავალუტო რეზერვების შენარჩუნება-გაფრთხილების პოლიტიკა. ამასთან, მან გიორგი ქადაგიძეს წლის ცენტრალურ ბანკირად აღიარება მიულოცა.