სსფ: აუცილებელია ცენტრალურ ბანკს ჰქონდეს მყარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება არჩევანსა და ქმედებებში
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, გიორგი ქადაგიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს იუჰა კაჰკონენს შეხვდა.
სავალუტო ფონდის მაღალჩინოსნის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და არსებული გამოწვევები იყო.