მონეტის პრეზენტაცია | ქართული მარკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველი ეროვნული ქართული საფოსტო მარკის გამოშვების 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. ახალი საკოლექციო მონეტა დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა საზოგადოებას.