მონეტის პრეზენტაცია

ეროვნულმა ბანკმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, სადაც საქართველო წელს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება, 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა მიუძღვნა წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმიანება ამ მნიშვნელოვან მოვლენას და მის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა - "ქართული წიგნი" გამოუშვა. პრეზენტაცია ეროვნულ ბანკში გაიმართა. ახალი მონეტა საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარუდგინა.