მონეტის პრეზენტაცია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტის პრეზენტაცია ეროვნულ ბანკში გაიმართა. ახალი მონეტა საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.