კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პირველი პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც მედიასაშუალებების წარმომადგენლებს გააცნო კომიტეტის გადაწყვეტილება და ესაუბრა მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალ სტრატეგიაზე, რომელზე გადასვლასაც ეროვნული ბანკი უახლოეს მომავალში გეგმავს.