ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

✔️ 31 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა IFC - International Finance Corporation და მდგრად საბანკო ქსელთან (SBN) თანამშრომლობით, მდგრადი დაფინანსების კონფერენციას უმასპინძლა. ✔️ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ IFC-ის ექსპერტები, SBN-ის წევრი ქვეყნებისა და რეგიონის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები. 💬 "ცენტრალურმა ბანკებმა და რეგულატორებმა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების ანგარიშგების პრინციპებისა და სხვა სტანდარტების შემუშავებით ხელი უნდა შეუწყონ მდგრადი დაფინანსების განვითარებას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობა 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც მდგრად საბანკო ქსელში გაწევრიანდა", - კობა გვენეტაძე. 🌐 - http://bit.ly/მდგრადი-დაფინანსების-კონფერენცია #მდგრადიდაფინანსება #IFC #SBN #NationalBankofGeorgia ✓ ჩვენი ვებგვერდი: https://www.NBG.ge ✓ გვიპოვნეთ სოციალურ მედიაში: Facebook - https://www.fb.com/NationalBankofGeorgia/ Instagram - https://www.instagram.com/nationalbankofgeorgia/ LinkedIn - https://www.linkedin.com/company/nationalbankofgeorgia/ ✓ ცხელი ხაზი: (+995 32) 2 406 406 ✓ ელ. ფოსტა: info@nbg.ge