გიორგი ქადაგიძის ბრიფინგი

ბრიფინგზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განცხადება გააკეთა ბანკის მისამართით ბოლო პერიოდში გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, განცხადებები, რომლებიც საზოგადოებას ეროვნული ბანკის საკითხზე ბოლო პერიოდში ესმის, სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის წინაშე არსებული რეალური პრობლემების გადაფარვის მცდელობა.