საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მედიას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 6 პროცენტამდე გაზარდა. ბრიფინგზე გიორგი ქადაგიძემ ვრცლად ისაუბრა კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ და მიმოიხილა ეკონომიკაში არსებული ტენდენციები.